20 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
მომავალ კვირაში შეიძლება იყოს ოდნავ შემცირების ტენდენცია, მაგრამ ნახტომი, სამწუხაროდ, არ იქნება - ამირან გამყრელიძე

81 გარდაცვლილი და 3 700 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - კორონავირუსის მეხუთე ტალღა, როგორც მოსალოდნელი იყო, მძიმეა. ყოველდღიურად, COVID-19-ს 80-მდე ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

სპეციალისტებს საიმედო პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ეპიდემიოლოგების თქმით, რთული მდგომარეობის ფონზე, მძიმე პაციენტების რაოდენობაც გაიზრდება, რაც სიტუაციის მართვას კიდევ უფრო გაართულებს. სპეციალისტები ერთადერთ გამოსავლად ვაქცინაციას მიიჩნევენ. მედიკოსები მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკებში 7 000-მდე მძიმე პაციენტია მოთავსებული, 350-მდე ადამიანი კი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

"უნდა გავითავისოთ და შევიგნოთ ყველამ, რომ ამ მძიმე ციფრებს მხოლოდ და მხოლოდ აცრები შეაკავებს. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ დღეს ვინმემ მოიქნიოს და ხვალ დიდი ბედნიერება იყოს, რომ ქვეყანაში კოვიდით არავინ გარდაიცვალოს. 1 600 მძიმე ავადმყოფი წევს კლინიკებში, 7 000-მდეა უკვე კლინიკების დატვირთვა, მაქსიმუმზე გადის. 350-ზე მეტი ადამიანია, სამწუხაროდ, ხელოვნურ ვენტილაციაზე, ეს ყველაფერი მიუთითებს ეპიდსიტუაციის რთულ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. მომავალ კვირაში შეიძლება იყოს ოდნავ შემცირების ტენდენცია, მაგრამ ქვემოთ ნახტომი რაც გვინდა, სამწუხაროდ არ იქნება," – აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

როგორც ამირან გამყრელიძე "კურიერთან" აცხადებს, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების პირველადი აცრების რაოდენობამ იმატა, ასევე მზარდია 12-15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციის პროცესი. ამასთან, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ბუსტერ დოზით უკვე 4 400 ადამიანი აიცრა. 

"მოიმატა პირველადმა აცრებმა, ასევე პირველად აცრებში მოიმატა წილმა 60 წლის ზემოთ მოსახლეობის. თუ იყო 28%-მდე, ახლა უკვე 40%-ს აჭარბებს ამ ასაკობრივი ადამიანების ხვედრითი წილი საერთო პირველად აცრებში. ასევე მომატებულია, გასაგებია, ბუსტერი, 4 400 გვაქვს დღევანდელი მონაცემებით ბუსტერი. ამასთან აქტიურდება, 518-ია უკვე აცრილი 12-15 წლის ასაკის მოზარდები და ბავშვები, თანდათან, მაგრამ ის ტემპი რა თქმა უნდა არ არის, რაც ჩვენ გვინდა. ამიტომ, ფართო მასშტაბის საკომუნიკაციო კამპანია აუცილებელია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები