16 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს იმედა კლდიაშვილს პატიმრობა შეეფარდა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს და ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატს პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმედა კლდიაშვილი იზოლატორში ერთ კვირას გაატარებს.

ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ კლდიაშვილს კანონდარღვევა ერთხელ უკვე ჰქონდა ჩადენილი. ადვოკატი სასჯელს არასამართლიანად აფასებს.

კლდიაშვილის თანაგუნდელები მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ.

"იმედა კლდიაშვილი 7 დღით ჩასვეს ციხეში, მისი იზოლაცია მოახდინა საზოგადოებისგან, პოლიტიკური პოლიციის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტის გამო, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა სასამართლომ. ის აგრძელებს შიმშილობას. რჩება მშრალი შიმშილობის ფორმატში, როგორც ვიცი, დღემდე წყალიც კი არ დაულევია," – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი წევრი.

დღის ამბები