საქმე, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე გაფლანგვასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში განახლდება. გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები პოლიტიკურად მოტივირებულს ბრალდებაზე საუბრობენ და ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დაასწრონ. პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება ამ საკითხზე უცნობია.
სააკაშვილის გარდა, საქმეზე ბრალდებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშიაც.
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე ჩატარდება.