16 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის სასამართლო პროცესი დასრულდა - ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს

ბიუჯეტის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო 2 დეკემბერს გაგრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სხდომას მთავარი ბრალდებული, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც არ დაასწრეს. სასამართლომ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრება შეიცავდა მისი ჯანმრთელობისთვის რისკებს და, ასევე, რისკებს არეულობის პროვოცირებასთან დაკავშირებით.

სწორედ მოსამართლის ამგვარი პოზიცია გახდა იმის საფუძველი, რომ ადვოკატებმა მისი პროცესიდან აცილება ითხოვეს. 

"ჩვენ, ბუნებრივია, არ გვქონია მოლოდინი, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი მიუკერძოებელი მოსამართლე დაგვხვდებოდა აქ და პრინციპულობით გამორჩეული და წინააღმდეგობას გაუწევდა სახელმწიფოს მახინჯ სისტემას, რომლის მიზანიც არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნა, ამის ილუზია არ გვქონია, მაგრამ სასამართლო სხდომის დარბაზში წარმართულმა მოვლენებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ამ მოტივით აცილების არდაყენება ჩვენი მხრიდან იქნებოდა არასწორი,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ. 

პროცესზე პროკურორებმა არაერთხელ დააფიქსირებს პოზიცია, რომ ყოფილ პრეზიდენტს შეეძლო სხდომას დისტანციურად დასწრებოდა, ასევე, გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სასამართლო გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარებულიყო, სადაც უკვე მიხეილ სააკაშვილი დასწრებას შეძლებდა, თუმცა ადვოკატებმა ამ შეთავაზებებზე უარი განაცხადეს. 

დღის ამბები