ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ყოველდღიურად მძიმდება. მედიკოსები საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ. მათი შეფასებით, თუ არსებული აქტიური შემთხვევების დღიური რაოდენობა შენარჩუნდება, ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საველე ჰოსპიტალის საჭიროებაზე ისევ ალაპარაკდნენ და ყურადღებას მედპერსონალის დაკომპლექტების სირთულეზე ამახვილებენ.
"ჯოენი-ს" სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინირებულ პირთა საკმარისი რაოდენობა ამ დრომდე არ არის, ასევე არ ხდება რეგულაციების სათანადო დაცვა და კონტროლი რაც შესაძლოა ინფექციის უკონტროლო გავრცელებასა და მაღალ ლეტალობის მიზეზი გახდეს.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, მოსალოდნელია კოლაფსი კლინიკურ ნაწილში, რადგან მედპერსონალი ისედაც გადაღლილია, ახალი მედპერსონალის პოვნა კი რთული იქნება.