კონკურენტული ფასები მედიკამენტებზე - არაადექვატური ფასნამატის გარეშე, ეს არის მიზანი! - დღეს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამლისა და სამკურნალო საშუალებების ფასების ექსპერტს ლუკა ვუნ კინოს შეხვდება.
მედიკამენტების ფასები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები დარეგულირდეს და მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
"დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი შეთანხმებული პოლიტიკა სამართლიან პირობებს უზრუნველყოფს ამ ბიზნესისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვინმემ ბოროტად არ გამოიყენოს თავისი მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ ჯგუფს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, რომ მოქნილი და დაბალ ფასში მიეწოდოს ეს სერვისი და წამლები," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ.