"არავის მკვლელობაზე არ ვაწერთ ხელს! კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებულნი მისი ჯანმრთელობით და სიცოცხლით" - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას.
რატი ბრეგაძის თქმით, გლდანის ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლისა და შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაციისთვის სრულად არის აღჭურვილი.
რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების ოპონენტებისგან განსხვავებით გამუდმებით მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.
"რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მომჩივანს ჰქონდა ერთადერთი მოთხოვნა, ეს იყო პატიმრის დაუყოვნებლივი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რაც არ დაკმაყოფილდა.
სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა მოშიმშილე პატიმარს დაჟინებით, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ასევე ბუნებრივია ჩვენ უნდა მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება მკურნალობა.
თუ კი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ და სახელმწიფო. ეს სახელმწიფო ზრუნავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის არის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი.
ხელს აწერთ გარდაცვალებას? ბუნებრივია ამას არავინ არ აწერს ხელს და კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებულნი მისი ჯანმრთელობით და სიცოცხლით. ჩვენ გამუდმებულ რეჟიმში მოვუწოდებთ თხოვნით, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისაგან, რომლებიც ამისკენ არ მოუწოდებენ," - აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.