ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ შემთხვევაში დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელიც. მისივე განცხადებით, ვირუსის მაღალი გავრცელების ხელშემწყობი მობილობის მაღალი მაჩვენებელია, მათ შორის ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციები.
"სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. დღეს მთავარი ისევ არის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ვირუსის გავრცელების შეკავება. ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი ბუნებრივია, არის მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. თუნდაც მიმდინარე აქციები. ყველას გვესმის, რომ ეს რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. ძალან საყურადღებოა, რომ დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებებითაც ვიფიქროთ. ბუნებრივია, უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.