ზუსტად 2 კვირაში ქვეყანაში "მწვანე პასპორტები" ამოქმედდება. რესტორნები, სასტუმროები და გასართობი ცენტრები - ეს იმ სექტორების მცირე ჩამონათვალია, რომელთა სარგებლობისთვის მომხმარებელს მწვანე საშვის წარდგენა მოუწევს.
ბიზნესის სექტორში ფიქრობენ, რომ კოვიდსაშვი ვაქცინაციის პროცესს გაზრდის. ოპტიმისტურად არიან განწყობილი გიდების ასოციაციაშიც და იმედოვნებენ, რომ 1 დეკემბრიდან საქართველო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
პარალელურად, საქართველო ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს მიუერთდა, რომელშიც ამ მომენტისთვის 49 ქვეყანაა გაწევრიანებული.