რა ხარვეზები გამოავლინა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლოში დაკითხვის მონიტორინგმა - სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" დღეს ერთობლივად მომზადებულ ანგარიშს წარმოადგენენ. მასში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც, რომლებმაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებრივი მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.