განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს სამართალდამცველებმა. პასუხისგებაშია მიცემული ერთი პირი.
გამოძიების ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფთან კონტროლის შედეგად ამოღებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ოქროს ნაკეთობები.
ბრალდებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.