31 აგვისტო 2026,   00:40
ვრცლად
დავით სერგეენკო განცხდებით, თუ აუცილებელი საჭიროება დადგა, მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანენ

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თუ აუცილებელი საჭიროება დადგა, მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანენ. მმართველი გუნდის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, რომელიც გვიან ღამით გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა, პრიორიტეტად გამოიყო 5 მიმართულების ექიმის ჩართულობის აუცილებლობა. სერგეენკოს განცხადებით, გაიწერება დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმა.

"გეგმა არის ასეთი, რომ მკურნალ ექიმებთან დ პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ 5 ექიმი-სპეციალისტის კონსულტაციის აუცილებლობა. ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი პირველი პრიორიტეტი იყო, გამომდინარე ამ გართულებიდან. ნევროლოგის კონსულტაცია უკვე ჩატარდა, გასტროენტეროლოგის ალბათ ღამის განმვლობაში ჩატარდებოდა. ამოცანა არის რა - ეს ადამიანები გაწერენ დიაგნოსტიკის და მკურნლობის გეგმას, თუკი ეს შესაძლებელი იქნება ადგილზე - გაკეთდება ადგილზე, თუკი მათი რაღაც ნაწილის ადგილზე გაკეთება შეუძლებელი იქნება, პაციენტი გადაყვანილი იქნება იქ, სადაც ეს შესაძლებელი გახდება," - განცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები