ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
დაშავებული ახალგაზრდები ბათუმისა და ხულოს კლინიკებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.