31 აგვისტო 2026,   09:20
ვრცლად
უშგულში, რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების 3 კოშკს გადაუდებელი რეაბილიტაცია უტარდება

უშგულში, რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების სამ კოშკს გადაუდებელი რეაბილიტაცია უტარდება. მათი რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სვანეთს სამუშაო ვიზიტით კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვია. უშგულში მინისტრი ადგილზე გაეცნო UNESCO-ს ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას და მათი სავალალო მდგომარეობით შეწუხებულ მოსახლეობას დაპირდა, რომ სამინისტრო ზამთრის დადგომამდე ქმედით ზომებს მიიღებდა კომპლექსური პრობლემის ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოფხვრის მიზნით.

სწორედ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია, ამჟამად უშგულის თემის კოშკების რეაბილიტაცია. პირველი სამი კოშკი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობისა და იქიდან გამომდინარე შეირჩა, რომ დაზიანებული სახურავის მიზეზით და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მომავალ ზამთარს მათ აუნაზღაურებელი ზიანი მიადგებოდათ.

დღის ამბები