19 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
ზესტაფონის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი ქალაქის ურბანულ განახლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ფასადები სრულიად განახლდება. გარდა ფასადების რეაბილიტაციისა, პროექტი, რკინიგზისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის გასწვრივ არსებული კედლის მოპირკეთებასაც ითვალისწინებს.

დღის ამბები