17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი შესაძლოა ბრიტანეთმაც გამოუცხადოს

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი შესაძლოა ბრიტანეთმაც გამოუცხადოს. მიზეზი ჩინეთში ადამიანების უფლებების უხეში დარღვევაა.

იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი დიპლომატიურ ბოიკოტს გამოაცხადებს, გაერთიანებული სამეფო ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად ოფიციალურ პირებს არ გააგზავნის.

თავად ოფიციალური პეკინი კი მუსლიმი "უიღურების" მიმართ ჩადენილ დანაშაულს კვლავ უარყოფს. პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 2022 წელს 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართება.

დღის ამბები