26 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ჭითაწყარის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები