20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
საქართველო სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებს შორის პირველ სამეულშია - საგანგაშო სტატისტიკაში ქვეყანა ბოლო 14 დღის მონაცემებით მოხვდა

საქართველო სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებს შორის პირველ სამეულშია. საგანგაშო სტატისტიკაში ქვეყანა ბოლო 14 დღის მონაცემებით მოხვდა. ეპიდემიოლოგებს დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება უკვე უჭირთ. 

კრონავირუსის გავრცელების მასშტაბები გაიზარდა. ვირუსი გაუტოლდა წითელას გადადების მაჩვენებლებს, რომელიც 95 %-ია. დღეს ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარს იმუნიტეტი არ აქვს. 46 %-ს არც ვირუსი აქვს გადატანილი და არც ვაქცინირებულია. ასეთ შემთხვევაში პაატა იმნაძე საგანგაშო პროგნოზზე საუბრობს.

სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ დღეს ეპიდემიოლოგები ერთმანეთის მიყოლებით განცხადებებს აკეთებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ საფრთხეს ახალი შტამის გავრცელების საშიშროებაც ქმნის. ლუგარის ლაბორატორია ყველა საეჭვო აღებულ ნიმუშს განსაკუთრებულად იკვლევს, რომ დელტა შტამის ქვეტიპის სავარაუდო ფაქტების დროული გამოვლენა მოხდეს.

სპეციალისტების თქმით, პანდემიის კონტროლი ამ პირობებში ვერ მოხდება. ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზით, მომდევნო 4-5 თვე სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში ვერ იქნება. ლაბორატორიული შემთხვევების მკვეთრი კლება  იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოსახლეობის 70 % იქნება ვაქცინირებული.





დღის ამბები