26 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
ზამთრის ბოლოს გერმანიაში ყველა იქნება აცრილი, ან განკურნებული, ან - გარდაცვლილი - ჯანდაცვის მინისტრი

გერმანიაში პოლიტიკოსები განიხილავენ იმავე რეგულაციების დაწესება, რაც მეზობელ ავსტრიაში მოქმედებს - ავსტრიაში სრული ლოკდაუნია, იმის ფონზე, რომ რეანიმაციული განყოფილებები სავსეა და ინფიცირებულების რაოდენობა სულ უფრო იმატებს.
BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ აუცილებელია, უფრო მეტი ადამიანი აიცრას.

"სავარაუდოდ, ამ ზამთრის დასასრულს, ყველა მოქალაქე გერმანიაში იქნება ვაქცინირებული, განკურნებული, ან - გარდაცვლილი," - განაცხადა მინისტრმა.

მდგომარეობის სირთულის მიზეზად მან დელტა ვარიანტი დაასახელა.

"ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავიცრათ," - განაცხადა შპანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები