20 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
დელტა შტამზე თანდართული ნაწლავური ინფექცია - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 20%-ს სხვადასხვა სეზონურ ვირუსთან ბრძოლაც უწევს

კლინიკებში, ინფიცირებული ბავშვები და მოზარდები, კოვიდთან ერთად, სეზონურ ვირუსებსაც ებრძვიან. გახშირდა შემთხვევები, როდესაც დელტა შტამთან ერთად, ნაწლავური ინფექცია ან რინო ვირუსის თანდართვის ფაქტები გამოვლინდა. COVID განყოფილებებში პაციენტების 20%-ში დელტა ვარიანტი მსგავსი, ორმაგი ფორმით მიმდინარეობს. დაავადების სიმძიმის გამო, ექიმებს მკურნალობის პროტოკოლის დარღვევა უწევთ.

დელტა შტამმა ისედაც უკვე 10%-ით გაზარდა ბავშვებსა თუ მოზარდებში დადასტურებული ფაქტების რაოდენობა. საყურადღებოა 1 წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობა და 10 წლის ზემოთ მოზარდების მდგომარეობაა. განსაკუთრებით იმ ინფიცირებულების, ვისაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვს.

გაიზარდა მიმართვიანობა ციციშვილის პედიატრიულ კლინიკაშიც. პაციენტების მესამედი 12-15 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, ვაქცინირებული არცერთი არ არის. ყველაზე მძიმე 1 თვემდე ჩვილია, რომლიც კატასტროფის ბრიგადამ ბათუმიდან გადმოიყვანა.

ქვეყანაში გააქტიურდა 12-15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინაციის პროცესი. რესპუბლიკურ საავადმყოფოს იმუნიზაციის ცენტრს დღის განმავლობაში, საშუალოდ, 30 მოზარდი აკითხავს.

დელტა შტამის გავრცელების შემდეგ საქართველოში 67 ათასი ბავშვი თუ მოზარდი იყო ინფიცირებული. ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების 20% ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მას შემდეგ, რაც 12-15 წლამდე ასაკში "ფაიზრეით" აცრები დაიწყო, ერთი დოზით 1220 მოზარდია ვაქცინირებული.

დღის ამბები