საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს - ძირითადად 60 წელს ზემოთ ადამიანები აქტიურობენ, რომლებიც აცრის შემდეგ 200-ლარიან ერთჯერად დანამატს იღებენ.
"ვიცრები იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი და ჩემს ირგვლივ მყოფები დაცულები იყვნენ ამ საშინელი ვირუსისგან. ჩვენი მოვალეობაა, რომ ავიცრათ და მერე, ისიც დიდი სიამოვნებაა, რომ კიდევ გასაჩუქრებენ თანხით, თითქმის 1 პენსიის ოდენობა," - აცხადებს მოქალაქე თენგიზ ზაქარიაძე.
ონის საავადმყოფოში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.