20 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ჯანმო გაზაფხულისთვის ევროპაში 2 მილიონამდე ადამიანის გარდაცვალებას​ პროგნოზირებს - ქვეყნებს მკაცრი ზომების მიღება უწევთ

ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების და დაავადების შემთხვევები 6%-ით გაიზარდა. ვირუსი განსაკუთრებით სწრაფად ევროპის კონტინენტზე ცირკულირებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 11%-ით არის გაზრდილი. ვირუსის შესაკავებლად აქტიური ვაქცინაციასთან ერთად სახელმწიფოები რეგულაციებს ამკაცრებენ.

გერმანიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათთვის ვინც აცრილია, კოვიდი გადატანილი აქვს, ან ტესტირების უარყოფითი პასუხი ექნება.

სრული ლოკდაუნი მოქმედებს ავსტრიაში. სრულფასოვნად მუშაობას მხოლოდ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები განაგრძობენ. გარდა ამისა, ავსტრია ევროკავშირის პირველი ქვეყანა იქნება, სადაც პირველი თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

კვლავ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ნიდერლანდებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო ხდება. ქვეყანაში ნაწილობრივი ლოკდაუნი მოქმედებს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 43 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა დიდ ბრიტანეთში. სტატისტიკის მიხედვით გაერთიანებულ სამეფოში წინა კვირასთან შედარებით მაჩვენებლები 9%-ით გაიზარდა.

ჯანმო გაზაფხულისთვის ევროპაში 2 მილიონამდე ადამიანის გარდაცვალებას პროგნოზირებს. ამ დროისთვის დასავლეთ ევროპაში სრულად აცრილი მოსახლეობის თითქმის 60%-ია, აღმოსავლეთ ევროპაში კი ეს მაჩვენებელი 50%-ის ფარგლებშია. 

დღის ამბები