16 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
"მე არანაირ კლანს არ წარმოვადგენ" - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენადი მაკარიძის მოსმენა გრძელდება - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა დაახლოებით 11 საათზე დაიწყო.

გენადი მაკარიძესთან კითხვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა დაუსვეს.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ბუჩუკურის კითხვას, უნდა დაექვემდებაროს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიმე რეფორმას და არის თუ არა ამ კუთხით კანონმდებლობის თვალსაზრისით რაიმე შესაცვლელი, მოსამართლეობის კანდიდატი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე რაიმე ცვლილების აუცილებელ საჭიროებას ვერ ხედავს.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თვითკმაყოფილების გრძნობა იმისა, რომ ახლა რაღაცას მივაღწიეთ და ამით დავასრულეთ - ასეთი არ არსებობს. კონკრეტულად რომ გითხრათ, რომ ამ წუთას რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თუ დღესვე ეს საკითხი არ გადავწყვიტეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ იფუნქციონირებს, ასეთი არაა," – ამბობს გენადი მაკარიძე.

ხოლო კითხვას, თუ რომელ ე.წ. კლანს წარმოადგენს ის, გენადი მაკარიძე პასუხობს, რომ არც ერთ კლანს არ წარმოადგენს.

"მე კლანს წარმოვადგენ? ეს ალბათ უნდა გვიპასუხოს იმან, თუ რომელიმე თვლის, რომ რომელიმე კლანის წევრი ვარ. მე არ წარმოვადგენ არანაირ კლანს," - აცხადებს მოსამართლეობის კანდიდატი.

მოსამართლეობის კანდიდატი გენადი მაკარიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

დღის ამბები