16 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
"საკრებულოს შენობაში ზიან მონები და ბიუჯეტის ღორები" - ზუგდიდში კვლავ დაძაბულობაა, პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი განარიდა

ხმაური და დაპირისპირება არ წყდევა ზუგდიდის საკრებულოშიც, სადაც ბათუმის მსგავსად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებული ოპოზიცია, კი საკრებულოს მუშაობის ხელშეშლას ცდილობს.

ცოტა ხნის წინ, ახალი მოწვევის დეპუტატები პოლიციამ სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა, ეს კი მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი განარიდეს

ამ წუთებში ენმ-ს წევრი ანი წითლიძე შენობის პერიმეტრზე საპროტესტო შინაარსის წარწერების გაკეთებას ცდილობს, რის საშუალებასაც მას პოლიცია არ აძლევს.

"პოლიცია ცდილობს, რომ "პულივიზატორი", რომელიც მე მაქვს წამართვან და ამისთვის არიან ახლა მობილიზებულნი და თავზე მადგანან. 

საკრებულოს შენობაში ზიან მონები და ბიუჯეტის ღორები, აი ამის დაწერას ვაპირებდით აქ და ამისთვის არის ეს მობილიზაცია, რაც ხდება," - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა ანა წითლიძემ.

დღის ამბები