20 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
ტყიბულში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი მამაკაცის ადგილსამყოფელი დადგენილია - საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი მამაკაცის ადგილსამყოფელი დადგენილია. მათივე ცნობით, მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება. 

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ტყიბულში, მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უკვე ამოყვანილია. ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები," - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დღის ამბები