20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
აჭარაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სოფლის ამბულატორიების პარალელურად, კოვიდ საწინააღმდეგო იმუნიზაცია ორგანიზებულ დაწესებულებებშიც ტარდება. დღეს ვაქცინაცია გასვლითი ბრიგადის მეშვეობით ერთ-ერთ სამკერვალო ფაბრიკაში ჩატარდა. პარალელურად, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა იმ დასაქმებულთათვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ ვაქცინის ჩატარებისგან.

ადგილზე იმყოფება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მარინა ზანაქიძე. მისი თქმით, ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი რამდენჯერმე გაიზარდა.

„ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი რამდენჯერმე გაიზარდა, თუმცა ეს საკმარის არ არის, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. შეხვედრისას განხილული იქნა ყველა ის პრობლემური საკითხი რის გამოც არ იცრება მოსახლეობა, უფრო მეტი ინფორმაცია მივიტანეთ ვაქცინაციის სარგებლობასთან დაკავშირებით,“- განაცხადა მარინა ზანაქიძემ.

დღის ამბები