20 აპრილი 2024,   13:43
ვრცლად
7 ნოემბრის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. სასამართლომ ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე უნდა იმსჯელოს.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარე პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, თუმცა მათი განმარტებით, სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი სამართლებრივი გადაწყვეტილება პოლიტიკურად იქნება მოტივირებული.

მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები იმედოვნებენ, რომ პროცესზე დასწრებას თავად ბრალდებულიც შეძლებს.

"განხილვა შეეხება 7 ნოემბრის საქმეს. დაცვის მხარეს ცხადია აქვს გარკვეული პოზიციები და გეგმა შემუშავებული ამ პროცესის მოვლენათა ნებისმიერი სცენარის შემთხვევისთვის. დიდი ალბათობით ბრალდების მხარეც მოდის თავისი შემუშავებული სტრატეგიით. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა, რომელზეც უშუალოდ სასამართლოზე ვისაუბრებთ.

რა გადაწყვეტილებას არ უნდა მიიღოს სასამართლომ ან ახლა, ან მომავალში ამ საქმეზე, ამ პირობებში, ეს იქნება არა მართლმსაჯულების წარმოების პროდუქტი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების დეკლარაცია," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

დღის ამბები