20 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
ციციშვილის კლინიკაში 90 COVID ინფიცირებული ბავშვია, მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულს აღწევს. იმატებს ინფიცირებულთა მაჩვენებელიც, მათ შორის ბავშვებშიც. დღეის მდგომარეობით, ციციშვილის სამედიცინო დაწესებულებაში 90 ინფიცირებული ბავშვია. მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

"კოვიდინფიცირებული პაციენტების მომართვიანობა კვლავ მაღალი რჩება, ამ ეტაპისთვის, ჩვენს დაწესებულებაში 90 ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს. მათგან 13 კი კრიტიკულია. 2 ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ერთი გახლავთ თვენახევრის ასაკის, ისინი მართვით სუნთქვას საჭიროებენ,"- აცხადებს ხარისხის მართვის და პაციენტთა უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერი სალომე ღამბაშიძე.

ბოლო 24 საათში ვირუსს 80 ადამიანი ემსხვერპლა 5050 კი დაინფიცირდა. ლუგარის ლაბორატორია ყველა საეჭვო შემთხვევას იკვლევს, თუმცა ამ დრომდე კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" საქართველოში არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები