მიხეილ სააკაშილი გორის ჰოსპიტალში რეაბილიტაციას განაგრძობს. მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს დღეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება, მანამდე კი პატიმართან შეხვედრა სურს დეპუტატ კობა ნაყოფიას და ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილს.
ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იმედოვნებს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება ექნება.
"გუშინდელი პროცესის შემდეგ პირველად მექნება შესაძლებლობა შევხვდე მიხეილ სააკაშვილს. ბუნებრივია ვისაუბრებთ უკვე ჩატარებულ პროცესზე, ასევე 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომაზე და ვიმედოვნებთ, რომ 2 დეკემბერსაც მას მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სხდომაში და უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც ისარგებლოს," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
"კურიერის" ინფორმაციით, კობა ნაყოფია უკვე ადგილზე იმყოფება. ის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან კონსულტაციებს მორჩება.
"კურიერის" ინფორმაციით, სახელმწიფო კონსილიუმის წევრები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი პროცედურები უტარდება.