რუსთავში, მე-4 სართულის აივნიდან 13 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის დროს მოზარდი აივანზე გაფენილ სარეცხს ხსნიდა.
დაშავებული თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. კვლევების ჩატარების შემდეგ მოზარდის ჰოსპიტალიზება იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოხდა.