25 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
რა მოხდება, თუ ბიზნესი "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის რეგულაციას არ დაიცავს - ბექა ფერაძის პასუხი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი სისტემატურად დაარღვევს "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის რეგულაციას, ინსპექცია უფლებამოსილია, შეუჩეროს მას ეკონომიკური საქმიანობა. 

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაციის დამრღვევი ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით. 

"დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიმართ არის 2000 ლარის ოდენობის სანქცია, იურიდიული პირების მიმართ არის - 10 000 ლარიანი. თუ სისტემატური იქნა დარღვევები და კომპანია საერთოდ არ იცავს იმ მოთხოვნებს, რომელიც გათვალისწინებულია "მწვანე ბარათების" კუთხით, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, რომ კონკრეტული პერიოდით შეუჩეროს ეკონომიკური საქმიანობა ნებისმიერ ბიზნესსუბიექტს,"-აცხადებს ბექა ფერაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში "მწვანე პასპორტები" ამოქმედდა. ვისაც "მწვანე სტატუსი" არ აქვს, შესვლა ეკრძალება რესტორნებში, კინოთეატრებში, გასართობ ცენტრებში, სასტუმროებში და სხვა დაწესებულებებში.

დღის ამბები