22 იანვარი 2022,   20:50
ვრცლად
პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში ფურცელაძის 16 ნომერში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში ფურცელაძის 16 ნომერში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

ავარიული შენობის ნაწილი დაიშალა და აშენდა ახალი საცხოვრებელი სახლი. შეიცვალა სახურავი, გამოიცვალა წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და გაზმომარაგების სისტემა, შენარჩუნდა ისტორიული შენობის ფასადის ნაწილი და აღდგა პირვანდელი სახით. დასრულებული პროექტი თბილისის მერმა მოინახულა.

"ეს არის ფურცელაძის 16 ნომერი. დამთავრდა ამ კონკრეტული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. იყო ავარიულ მდგომარეობაში, სახლის ნაწილი ფაქტობრივად დანგრეული იყო, რეაბილიტაციის დროს ჩამოინგრა ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო და მთლიანად მოხდა განახლება. ვაგრძელებთ ამ პროგრამის ფარგლებში ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მომდევნო წლებში საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება," - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის ამბები