22 იანვარი 2022,   21:58
ვრცლად
პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე მისვლას არ აპირებს

ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები მისვლას არ აპირებენ. მათი თქმით, "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" შესთავაზეს კომისიების თანაბრად დაკომპლექტება, თუმცა მათი წინადადება ოპონენტებმა არ მიიღეს.

ამიტომ, განმარტავენ, რომ მათთვის საკრებულოში წარმოდგენილ ორ პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებების გზები არ არსებობს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ პარტია "საქართველოსთვის" ვერ ჩამოყალიბდა საკუთარ პოზიციებში; მმართველ გუნდში კი ოპონენტების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეფასება არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები