02 მაისი 2024,   18:41
ვრცლად
"ფაიზერის" დირექტორი: ყოველწლიური კოვიდვაქცინა კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები იზრდება. ომიკრონი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა კალიფორნიაში, კოლორადოში, მინესოტაში, ნიუ იორკსა და ჰავაის შტატებში.

კორონავიურის ახალი შტამის შემთხვევები იზრდება ევროპაშიც. ომიკრონით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. ახალი შტამი აღმოჩნდა ფინეთში, ესპანეთსა და საბერძნეთშიც.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს თვეებში ომიკრონი ევროპაში დომინანტი შტამი გახდება.

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებს. კერძოდ, მაღაზიებში, რესტორნებში, მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ექნებათ. გერმანიაში შესაძლოა აცრა სავალდებულო გახდეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა ვირუსის პრევენციისთვის გეგმა წარადგინა , რაც სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს.

მძიმე ეპიდემილოგიური ვითარების ფონზე კი ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო

დღის ამბები