27 აპრილი 2024,   01:45
ვრცლად
"ქრისტიანმა ადამიანმა პატივი არ უნდა მიაგოს გარდაცვლილს?!" - ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურით გაიხსნა

ფოთში, ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა  ბანერი "თავისუფლება მიშას" და ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გამოფინეს. ასევე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ კოლეგას, თუმცა, საკრებულოს სხვა წევრები არ შეუერთდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

"ჩვენ ვთხოვეთ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ჩვენი კოლეგისთვის, მაგრამ დღეს კიდევ ერთი ილუსტრაცია მოხდა ამათი, რამდენად ბოროტები არიან, რამდენად მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს, რამდენად ამ ქვეყნის ღირსება არაფერს წარმოადგენს. "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი ფეხზე არ წამოუდგა კოლეგას და თანაგრძნობა არ გამოხატა. ადამიანი, რომელიც მოკლეს ზეწოლით, ადამიანი, რომელიც ვერ შეისყიდეს და გმირულად დატოვა ეს ქვეყანა. ქრისტიანმა ადამიანმა პატივი არ უნდა მიაგოს გარდაცვლილს?! მაგრამ იმდენად დაზომბებულები არიან, იმდენად გაბოროტებული აქვთ ტვინი, მათთვის ფასეული და ღირებული არაფერი არსებობს,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა"  დარეჯან ცხვიტარიამ.

ამ წუთებში, საკრებულოს სხდომა მშვიდად მიმდინარეობს.

დღის ამბები