ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო 1 კვირით გადაიდო. შესაბამისად, დღეს ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობისა" და გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" დეპუტატებმა დატოვეს.
ცნობისთვის, ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში ენმ-ს 22 მანდატი აქვს, "ქართულ ოცნებას" 20, ხოლო გახარიას პარტიას 3.