20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"აიპლუსის" გაქურდვის ფაქტზე 21 წლის მამაკაცი დააკავეს - ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ამოღებულია 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "აიპლუსის" გაქურდვის ფაქტი გახსნა.

 დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, დანაშაულში მხილებულია კიდევ ერთი ადმიანი. გამოძიების ვერსიით, აღნიშნულმა პირებმა პირველ დეკემბერს ტექნიკის მაღაზია გატეხეს და 17 000 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონები მოიპარეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დღის ამბები