19 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
კორონავირუსი მსოფლიოში - "ომიკრონის" წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყნების ნაწილი შეზღუდვებს ამკაცრებს

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 265 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 5 მილიონს აჭარბებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ "დელტა" შტამის საწინააღმდეგოდ მიღებული ზომები უნდა დარჩეს კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლად.

ახალ სამხრეთ უელსში "ომიკრონის" ადგილობრივი გადადების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს. "ომიკრონის" სავარაუდო შემთხვევების გამო შეზღუდვებს აწესებს ნორვეგია. ახალი რეგულაციების მიხედვით დასაქმებულები დისტანციურად იმუშავებენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში კი პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. შეზღუდვები წესდება შეკრებაზეც.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არავაქცინირებულთათვის შეზღუდვებს აწესებს გერმანია. აუცრელ ადამიანებს წვდომა მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებზე ექნებათ.

კორონავირუსთან ბრძოლის ახალი გეგმა წარადგინა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

დღის ამბები