საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე თავისუფალია. ის ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში საღამოს გადასცეს, შემდეგ კი გორის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
როგორც ჯანელიძე ჰყვება, მას ე.წ. მესაზღვრეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მალხაზ ჯანელიძე საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ვანელის მიმდებარედ პირველ დეკემბერს დააკავეს და ორ დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს.