07 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს - ერდოღანმა თურქეთის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს. რთული ვითარების ფონზე ერდოღანმა თურქეთის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. როგორც ცნობილია მინისტრი თურქეთის პრეზიდენტის ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა.

დღევანდელი მონაცემებით, დოლართან მიმართებით ლირამ გაუფასურების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მზარდი ინფლაციისა და კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტმა ერდოღანმა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას კვლავ მხარი დაუჭირა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტა 45%-ითაა გაუფასურებული.

ოპოზიციამ ხელისუფლებას მონეტარული პოლიტიკის გადახედვისკენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

დღის ამბები