20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ზეღდულეთის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით პროტესტს აგრძელებს

გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა ისევ 300-მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტესტებს, ისინი ამ ტერიტორიას სოფლის საძოვარს უწოდებენ და უკან დახევას არ აპირებენ.

სხვადასხვა პირობის სანაცვლოდ ადგილობრივებმა არაერთხელ შეწყვიტეს აქცია, თუმცა ამბობენ, რომ ამან შედეგი არ გამოიღო, შესაბამისად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

ისინი ავტობანისკენ გადაადგილდებიან, სავარაუდოდ იგეგმება გზის გადაკეტვაც.

დღის ამბები