04 მაისი 2024,   02:00
ვრცლად
სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ გორი-ბერშუეთის გზა გადაკეტა - იყო დაპირისპირება შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის

ხმაური გორში - სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ გორი-ბერშუეთის გზა გადაკეტა. მათ სურვილი ჰქონდათ ლისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის პარალიზებაც მოეხდინათ, იყო დაპირისპირება შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის. პოლიციამ ერთი პირი ტერიტორიას განარიდა. 

ადგილობრივები კვლავ 2008 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ. 

"2008-ში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, ეს მიწა გაიყიდა. დღეს კი, გვაქვს სიტუაცია, რომ ერთ მხარეს არის კეთილსინდისიერი მყიდველი, მეორე მხარეს კი, სოფელი საძოვრისთვის ითხოვს მიწებს. შესაბამისად, მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორთან, რომ სანამ რამე გადაწყდება, დროებით არ მოიხნას მიწა. ჩვენ მოსახლეობის პრობლემის მოსაგვარებლად გზებს ვეძებთ," - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე.

დღის ამბები