ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული მარშრუტი გაიხსნა.
დამთვალიერებელს შეეძლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ყველა დეტალის პირადად ნახვა."ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი, მსოფლიო დონის ატრაქცია" პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ტურისტულმა ცენტრმა დაიწყო.
ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰესი დამთვალიერებლებს ყოველდღიურად მიიღებს და სხვადასხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურას შესთავაზებს. ტურისტული ატრაქციის ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ჰიდროელექტროსადგურზე ხუთი ლოკაცია ვიზიტორების მისაღებად უკვე მზადაა.
ტურის ხანგრძლივობა 2 საათის შეადგენს, რა დროსაც სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.