15 წლის მოზარდის, დავით კრავეიშვილის მკვლელობაში დაკავებულ პირებს, სავარაუდოდ, ბრალი დღეს წარედგინებათ, რის შემდეგაც სასამართლო მათ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
"გავეცნობი საქმის მასალებს და მეცოდინება დეტალურად რა მტკიცებულებებია საქმეში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს კანონით გათვალისწინებულ დუმილის უფლებას," - განაცხადა ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ.
შეგახსენებთ 15 წლის დავით კრავეიშვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის 16 წლის მოზარდი დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან.