15 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალს დღეს წარუდგენენ. დავით კრავეიშვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის 16 წლის მოზარდია დაკავებული. აყვანილია კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან. არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე კიდევ გაფართოვდეს.
დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. არსებობს რამდენიმე ვერსია - მათ შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება.
დაკავებული არასრულწლოვნები ადვოკატებმა უკვე მოინახულეს, ცნობილია მათი პოზიციაც. მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ ეთანხმება და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
კურიერი ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველს ესაუბრა:
"გუშინ მოხდა შეხვედრა ბრალდებულთან გაეწია კონსულტაცია, . ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, იყენებს დუმილის უფლებას. დღეს ველოდებით ბრალის წარდგენას და გვეცოდინება რა მუხლით წარუდგენენ ბრალს. ბრალდებულთან საუბრის დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. საქმე რომ გადმომეცემა, შემეძლება უფრო ვრცლად დეტალებზე საუბარი ბრალდებულთან შეთანხმებით,"- აცხადებს ადვოკატი გოგა ბოგვერაძე