15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნების ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადასცეს. საქმის მასალებში დევს მოწმეების - მეზობლების და თვითმხილველების ჩვენებები, ასევე ფოტომტკიცებულებები, რომლებიც სამართალდამცავებმა ადგილზე გადაიღეს. ასევე საქმეში დევს სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ინციდენტში მონაწილე პირები, მანამ სანამ ისინი შემთხვევის ადგილზე მივლენ.
ვიდეოჩანაწერების საქმეში არსებობას უარყოფს ადვოკატი გოგა ბოგვერაძე. რომელიც გაზხრახ მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდის ინტერესების დამცველია. მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ თავის პოზიციაზე რჩება არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს დუმილის უფლებას.
დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული მოზარდი აღიარებს, რომ მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და აპირებს, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ინფორმაცია სამართალდამცველებს.
უფლებადამცველები საქმის მასალებზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დართვასაც ელოდებიან, რომელშიც ასახული უნდა იყოს, აქვთ თუ არა მათი დაცვის ქვეშ მყოფებს რაიმე სახის დაზიანებები.
15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობაში და დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულ მოზარდებს ბრალს 16:00 საათზე, დროებითი მოთავსების იზოლატორიში წარუდგენენ.