დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. განხილება ეპიზოდი, სადაც დაზარალებული "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თამარ თათარაშვილია. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევით გაგრძელდება. 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სულ 27 პირია დაკავებული, თუმცა, დაკავებულებს შორის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები არ არიან.
"რუსთავი 2-ის" იურისტის ნინო ბარაჩაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მოხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმის სტატუსით, ასევე, დაბარებულია "რუსთავი2-ის" ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე.