დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის რაიონების გამგებლები უნდა დაამტკიცოს. მერმა ისინი გუშინ წარადგინა. მათ შორის 4 ახალი და 6 ძველი გამგებელია.
კახი კალაძის განცხადებით, კანდიდატების დამტკიცების შემდეგ დედაქალაქის მთავრობა კიდევ უფრო მეტი ენერგიით შეუდგება პროექტების განხორციელებას.
ოპოზიცია საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასწრებას და კალაძის გუნდისთვის მწვავე კითხვების დასმას გეგმავს.