20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის 40 კგ ხორცი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ხორცის 6 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

საუბარია დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ეგრეთ წოდებულ "გვირაბზე", სადაც წინა წლებშიც ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები.

შემოწმებული 10 ობიექტიდან, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს.

ინსპექტირების შედეგად, დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა.

დღის ამბები