24 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს

NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების პროცესში ითანამშრომლებს, ხოლო ადრონული თერაპიის ცენტრის კვლევებში მონაწილეობას მიიღებენ, NATO-ს წევრი ქვეყნის წამყვანი მეცნიერები.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და NATO-ს მთავარმა მეცნიერმა, NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ბრაიან უელსმა მიიღეს.

NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ორგანიზაციასა და ქართულ მხარეს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით გაღრმავების საკითხები.

დღის ამბები